დანა ვაიტი - „დიდი ალბათობით, გილბერტ ბერნსი მომდევნო ბრძოლას ტიტულისთვის გამართავს“
დანა ვაიტი - „დიდი ალბათობით, გილბერტ ბერნსი მომდევნო ბრძოლას ტიტულისთვის გამართავს“

დანა ვაიტმა გუშინ ESPN-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. ორგანიზაციის პრეზიდენტმა მოახლოებულ ქარდზე და მომავალ გეგმებზე ისაუბრა.

ვაიტმა ნახევრად საშუალო წონითი დივიზიონის (welterweight) შესაძლო ბრძოლებზე გააკეთა აქცენტი. როგორც ცნობილი ხდება, დიდი ალბათობით კამარუ უსმანთან მომდევნო სატიტულო ბრძოლას გილბერტ ბერნსი მიიღებს.

„დივიზიონში არიან კოლბი კოვინგტონი, ხორხე მასვიდალი, ლეონ ედვარდსი და ახლა უკვე ჩემი აზრით, სატიტულო ბრძოლის მთავარი პრეტენდენტი გილბერტ ბერნსი. რეალობა ასეთია, ჩვენ ამ დღეებში დავუკავშირდებით მებრძოლებს და გავარკვევთ თუ ვის სურს სატიტულო დაპირისპირება. ვინ იქნება მზად. ვის ენდომება უსმანთან შეხვედრა. ეს იქნება ბერნსი, მასვიდალი ან ედვარდსი. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ „დურინიომ“ უკვე ჩამაყენა საქმის კურსში, რომ მზადაა ბრძოლისთვის ნებისმიერ დროს. მე ძალიან მომწონს, როდესაც მებრძოლი ასეთ ამაღლებულ განწყობაზეა. აქედან გამომდინარე არ გამოვრციხავ, რომ სწორედ ბერნსი იქნება უსმანის მომდევნო მეტოქე“, – განაცხადა ვაიტმა.

შეგახსენებთ, რომ „დურინიომ“ რამდენიმე დღის წინ, ყოფილი ჩემპიონი ტაირონ ვუდლი დამაჯერებლად დაამარცხა.