დანა ვაიტი - და ჯანმრთელობა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია
დანა ვაიტი - და ჯანმრთელობა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატი სპორტის გულშემატკივრებს პირველი უბრუნდება. UFC 249 10 მაისს, ჯექსონვილში გაიმართება.

ორგანიზაციის პრეზიდენტმა დანა ვაიტმა მოახლოებულ ღონისძიებასთან დაკავშირებით ინტერვიუ არაერთ გამოცემას მისცა. „სპორტს ილუსტრეითიდ“-თან (Sports Illustrated) საუბრისას ვაიტმა უსაფრთხოებაზე გაამახვილა ყურადღება.

„მე არ მსურს სიკვდილი. მე არ მაქვს სურვილი ვინმე დაზიანდეს ჩემი ღონისძიების გამო. არ გეგონოთ, რომ გათვალისწინებული არ გვაქვს ყველა დეტალი. უსაფრთხოების ნორმები უმაღლეს დონეზე არის დაცული და ჩვენ ამაში უდიდეს რესურსს ვდებთ. აბსოლუტურად ყველა პიროვნებას ვინც UFC 249-სთან არის დაკავშირებული ტესტირება ყოველდღიურ რეჟიმში უტარდება. ჩვენ მოვძებნეთ გზები და ამის გაკეთება შეგვიძლია. ჩვენ უარი ვთქვით მაყურებლებზე და ვფიქრობ საკმაოდ დიდი ხნით. თუმცა ეს ორგანიზაციისთვის არ არის ახალი. წლების მანძილზე UFC უმაყურებლოდ ტარდებოდა. რა თქმა უნდა, ეს უჩვეულოა და ყველანი ვცდილობთ შევეგუოთ ახალ წესებს. ჩვენ ყველა დასაქმებულს ვუთხარით, რომ თუ ასეთ რთულ პირობებში მუშაობით დისკომფორტს გრძნობდნენ, შეეძლოთ შინ დარჩენილიყვნენ.“ – აცხადებს ვაიტი