დანა ვაიტი არ გამორიცხავს ვოლკანოვსკისა და ჰოლოვეის მესამე ბრძოლას
დანა ვაიტი არ გამორიცხავს ვოლკანოვსკისა და ჰოლოვეის მესამე ბრძოლას

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის პრეზიდენტი დანა ვაიტი აცხადებს, რომ მან ჯერჯერობით არ იცის თუ ვინ იქნება ქვემსუბუქი (featherweight) წონითი დივიზიონის ჩემპიონის, ალექს ვოლკანოვსკის მომდევნო მეტოქე.

ESPN-თან მიცემულ ინტერვიუში ვაიტმა აღნიშნა, რომ ორგანიზაციაში ვოლანოვსკისა და ჰოლოვეის მესამე ბრძოლასაც რეალურად უყურებენ.

„კელვინ კატარმა რამდენიმე დღის წინ იბრძოლა. იაირ როდრიგეზს წინ მნიშვნელოვანი დაპირისპირება ელის. ასევე ბრძოლისთვის ემზადება კორეელი ზომბი. დაკავებულები არიან ორტეგა და ზაბიტიც. ყველა ეს მებრძოლი უახლოეს პერიოდში გავა ოქტაგონზე. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა ამ ეტაპზე მინდა გითხრათ, რომ ორგანიზაციაში სერიოზულად განვიხილავთ ვოლკანოვსკისა და ჰოლოვეის მესამე ბრძოლს ჩატარებას. რთულია, მაქსს ეს შანსი წაართვა, მან ბოლო ბრძოლა ბრწყინვალედ გამართა და, ჩემი აზრით, გაიმარჯვა კიდეც. ვფიქრობ ფანებს ეს მოეწონებათ“, – განაცხადა ვაიტმა.

შეგახსენებთ, რომ ალექს ვოლკანოვსკიმ მაქს ჰოლოვეი ორჯერ დაამარცხა, თუმცა მეორე ბრძოლაში ბევრი კრიტიკოსი მიიჩნევს, რომ მსაჯებმა ჰავაელ მებრძოლს გამარჯვება წაართვეს.

დატოვე კომენტარი