დანა ვაიტი აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის პრეზიდენტი კიდევ შვიდი წელი იქნება (ვიდეო)

უკვე 18 წელზე მეტია, რაც შერეული ორთაბრძოლების უმაღლესი დივიზიონს, აბსოლუტურ აბრძოლო ჩემპიონატს (იუ-ეფ-სი/UFC), დანა ვაიტი ხელმძღვანელობს. როგორც ირკვევა, მოქმედი პრეზიდენტი წასვლას არ აპირებს.

რამდენიმე დღის წინ ვაიტმა ი-ეს-პი-ენს (ESPN) ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც ვრცლად ისაუბრა საკუთარ გეგმებზე. ვაიტმა აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატთან 7 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ჩვენ გვქონდა ხუთწლიანი შეთანხმება ი-ეს-პი-ენთან , ახლა კი მაყურებელს ბრძოლების ხილვა ამ არხზე შვიდი წლის განმავლობაში შეეძლება, ასევე მეც დავრჩები მომდევნო შვიდი წლის მანძილზე. წინასწარ მინდა გითხრათ, რომ დიდი გეგმები გვაქვს“.

დანა ვაიტი იუ-ეფ-სიში 2001 წლიდან მოღვაწეობს. ამის შემდეგ ეს ორგანიზაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალიან პოპულარული გახდა.