დანა უაიტს ტაისონ ფიურის აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში გადმოსვლა არ მოსწონს

12:38, 07.11.2019

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) პრეზიდენტ დანა უაიტს სპორტის ერთი სახეობიდან მეორეში გადასვლა არ მოსწონს.

UFC-ის ხელმძღვანელი მძიმეწონოსანი მოკრივის, ტაისონ ფიურის მხრიდან აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში გადასვლის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

„ამ სამყაროში ყველაფერი ხდება. თუ ტაისონ ფიურის MMA-ში ბრძოლა სურს, მე მომეპოვება რამდენიმე ბიჭი, რომელიც ამ გამოწვევას სიამოვნებით მიიღებს. უბრალოდ არ მესმის, რატომ აქვთ აქ გადმოსვლის სურვილი სპორტის სხვა სახეობიდან. ფიურის შეუძლია, კრივში სამი-ოთხი შესანიშნავი ბრძოლა ჩაატაროს, სანამ კარიერას დაასრულებს. რატომ უნდა მოხვიდე აქ, იმიტომ, რომ გაგანადგურონ? არ სჯობს დარჩე, სადაც ხარ?“ – განაცხადა აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) პრეზიდენტმა დანა უაიტმა.

მსგავსი