დანა უაიტის თქმით, კონორ მაკგრეგორმა და დასტინ პორიემ ბრძოლაზე თანხმობა განაცხადეს
დანა უაიტის თქმით, კონორ მაკგრეგორმა და დასტინ პორიემ ბრძოლაზე თანხმობა განაცხადეს

UFC-ის პრეზიდენტის, დანა უაიტით განცხადებით, კონორ მაკგრეგორისა და დასტინ პორიეს რემატჩი შეთანხმებულია. ლას ვეგასში გამართული ბოლო ღონისძიების (UFC Vegas 12) დასრულების შემდგომ, დანა უაიტმა პრესკონფერენციაზე არაერთ საინტერესო საკითხზე ისაუბრა. ორგანიზაციის მმართველის თქმით, პორიე და მაკგრეგორი ერთმანეთს მეორედ 23 იანვარს დაუპირისპირდებიან. ლოკაცია ჯერჯერობით უცნობია.

ირლანდიელმა ბოლო ბრძოლა დონალდ სერონეს წინააღმეგ მიმდინარე წლის დასაწყისში გამართა და მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, რამდენიმე თვეში კარიერის დასრულების შესახებ გააკეთა განცხადება.

რაც შეეხება დასტინ პორიეს, ხაბიბ ნურმაგომედოვთან მარცხის შემდეგ, „ბრილიანტმა“ დენ ჰუკერი დაამარცხა.

დატოვე კომენტარი