დანა უაიტის განცხადებით ჯონ ჯონსის მომდევნო მეტოქე დომინიკ რეიესი იქნება (ვიდეო)

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) ნახევრად მძიმე წონითი კატეგორიის ჩემპიონი ჯონ ჯონსი მომავალი მეტოქის მოლოდინშია.

ამერიკულმა მედიამ „ბოუნსის” სავარაუდო მეტოქის რამდენიმე კანდიდატურა დაასახელა. ძალიან რეალურია რემატჩი ბრაზილიელ ტიაგო სანტოსთან, რომელმაც ჯონსს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია და მაყურებელს დაძაბული ბრძოლა აჩუქა.

ჯონი ვოკერის დამარცხების შემდეგ, რეალურ კანდიდატად იქცა კორი ანდერსონი. შაბათს ნახევრად მძიმე დივიზიონში იან ბლაჰოვიჩი რონალდო ჟაკარე სოუზას დაუპირისპირდება და უდიდესი ალბათობით ამ ბრძოლაში გამარჯვებული, ასევე ჯონსის მომავალ მოწინააღმდეგედ განიხილება.

ორგანიზაციის პრეზიდენტი დანა უაიტი კი აცხადებს, რომ ჯონსის მომდევნო მეტოქე დაუმარცხებელი დომინიკ რეიესი იქნება. 2 კვირის წინ რეიესმა კრის ვაიდმანს შთამბეჭდავი ნოკაუტით სძლია და შერეულ ორთაბრძოლებში რეკორდი გაიუმჯობესა (12-0). რაც შეეხება ჯონ ჯონსს, დივიზიონის მოქმედი ჩემპიონი ოქტაგონზე ბოლოს მიმდინარე წლის ივლისში ვიხილეთ. ჯონსმა, როგორც უკვე აღვნიშნეთ ტიაგო სანტოსი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.