დანა უაიტი - ხაბიბი სექტემბერში დაბრუნდება
დანა უაიტი - ხაბიბი სექტემბერში დაბრუნდება

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) პრეზიდენტმა დანა უაიტმა დაადასტურა, რომ რუსი მებრძოლი ხაბიბ ნურმაგომედოვი ოქტაგონზე 2019 წლის სექტემბერში დაბრუნდება.

„სექტემბერში ხაბიბი დაბრუნდება. დღეს მას აქვს დისკვალიფიკაცია, შემდეგ მოდის რელიგიური დღესასწაული, რომლის დროსაც ის არ ჩხუბობს. ამიტომაც, რჩება სექტემბერი“, – განაცხადა „იუ ეფ სი ანფილტერდის“ (UFC Unfiltered) ეთერში „იუ ეფ სის“ პრეზიდენტმა.

უფრო ადრე, ნურმაგომედოვმა ასევე სექტემბერი დაასახელა სავარაუდო დაბრუნების თარიღად.