დანა უაითი – ამ მომენტისთვის UFC-ს ყველაზე ძლიერი მებრძოლი ილია თოფურიაა #1TVSPORT

15:10, 02.12.2025

UFC-ს პრეზიდენტმა, დანა უაითმა ორგანიზაციის ყველაზე ძლიერ მებრძოლად ილია თოფურია დაასახელა.

ასევე, პრესკონფერენციაზე უაითმა საუკეთესო დივიზიონად მსუბუქი დივიზიონი (70კგ) დაასახელა, რომლის საჩემპიონო ქამარიც თოფურიამ ივნისში მოიპოვა.

ჟურნალისტი: UFC-ს ყველაზე ძლიერი მებრძოლი ამ მომენტისთვის?

დანა უაითი: ილია თოფურია.

ჟურნალისტი: საუკეთესო დივიზიონი UFC-ში?

დანა უაითი: მსუბუქი დივიზიონი.

28 წლის ილია თოფურია შერეული ორთაბრძოლების ყველაზე გავლენიანი ორგანიზაციის, UFC-ს ორი წონის ჩემპიონია. ის პირველად ქვემსუბუქი დივიზიონის ქამარს დაეუფლა, 2024 წლის თებერვალში.

ქართველ მებრძოლს კარიერაში ჯერ წაგება არ აქვს, მან 17-დან 17 ბრძოლა მოიგო.

მსგავსი