დამტკიცდა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევის წილისყრის პროცედურა
დამტკიცდა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევის წილისყრის პროცედურა

უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა ხუთშაბათს გამართულ სხდომაზე დაამტკიცა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ევროპული კვალიფიკაციის ფორმატი.

დამტკიცდა 2021-22 წლების ევროპის კვალიფიკაციის წილისყრის პროცედურა. ახლა, ეს გადაწყვეტილება ფიფასგან დადასტურებას ელოდება. გუნდები 10 ჯგუფად იქნებიან დაყოფილნი – ხუთი ჯგუფი ექვსგუნდიანი იქნება, ხუთი – ხუთგუნდიანი.

ჯგუფებში გუნდები შინ და გარეთ წრიული სისტემით ითამაშებენ. ჯგუფების გამარჯვებულები პირდაპირ გავლენ ფინალურ ტურნირზე. მეორე ადგილის მფლობელები და კიდევ ორი გუნდი ერთა ლიგიდან პლეი ოფს ჩაატარებენ მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლო სამი საგზურის მოსაპოვებლად“, – წერია უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე.