დამტკიცდა კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ახალი ფორმატი - 32-გუნდიანი ტურნირი პირველად 2025 წელს გაიმართება და უკვე ცნობილია 9 მონაწილე #1TVSPORT
დამტკიცდა კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ახალი ფორმატი - 32-გუნდიანი ტურნირი პირველად 2025 წელს გაიმართება და უკვე ცნობილია 9 მონაწილე #1TVSPORT

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) ორგანიზაციის კონგრესზე დაამტკიცა კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის ახალი ფორმატი, რომლის მიხედვითაც, ტურნირში 32 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. პირველი გათამაშება 2025 წლის ზაფხულში გაიმართება და ტურნირი ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ჩატარდება.

პირდაპირ საგზურებს ჩემპიონატამდე ოთხი სეზონის განმავლობაში საკუთარ კონფედერაციებში საკლუბო ტურნირების გამარჯვებულები მიიღებენ, აგრეთვე ერთი გუნდი ოკეანეთიდან, რომელიც საუკეთესო იქნება ოთხწლიანი ციკლის განმავლობაში.

შესაბამისად, უკვე ცნობილია მსოფლიო ჩემპიონატის 9 მონაწილე:

ჩელსი (ინგლისი) – 2020-21 წლების ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული

რეალი (ესპანეთი) – 2021-22 წლების ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული

პალმეირასი (ბრაზილია) – 2021 წლის კოპა ლიბერტადორესის გამარჯვებული

ფლამენგო (ბრაზილია) – 2022 წლის კოპა ლიბერტადორესის გამარჯვებული

ალ აჰლი (ეგვიპტე) – 2020-21 წლების აფრიკის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული

ვიდად კასაბლანკა (მაროკო) – 2021-22 წლების აფრიკის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული

მონტერეი (მექსიკა) – 2021 წლების კონკაკაფ-ის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული

სიეტლ საუნდერსი (აშშ) – 2022 წლების კონკაკაფ-ის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული

ალ ჰილალი (საუდის არაბეთი) – 2021 წლების აზიის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული