დამოუკიდებელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი ზურაბ პეტრიაშვილი გარდაიცავალა #1TVSPORT

13:35, 03.07.2026

დამოუკიდებელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი ზურაბ პეტრიაშვილი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

მან უდიდესი როლი ითამაშა 1990 წლის 15 თებერვალს ჭადრაკის სასახლეში გამართული დამოუკიდებელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) ყრილობის მომზადებასა და ფედერაციის დაფუძნებაში.

ზურაბ პეტრიაშვილი იყო ახალდაფუძნებული ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი. ამავე დროს, საქართველოს პირველ არხზე ეროვნული ჩემპიონატის მატჩების მიმოხილვებს აკეთებდა.

მსგავსი