დამაჯერებელი სტარტი პლეი აუტში - „სამტრედიამ“ საგარეჯოს „გარეჯი” დიდი ანგარიშით დაამარცხა #1TVSPORT
დამაჯერებელი სტარტი პლეი აუტში - „სამტრედიამ“ საგარეჯოს „გარეჯი” დიდი ანგარიშით დაამარცხა #1TVSPORT

„სამტრედიამ“ ეროვნული ლიგის პლეი აუტის პირველ მატჩში საგარეჯოს „გარეჯი“ 4:1 დაამარცხა და ეროვნულ ლიგაში დასარჩენად დიდი ნაბიჯი გადადგა.

„სამტრედიამ“ თამაში ძალიან კარგად ჩაატარა და პირველივე ტაიმში ოთხბურთიანი სხვაობით დაწინაურდა – მე-6 წუთზე ანგარიში ალექსანდარ მიშოვმა გახსნა, მერე კი თავი სტრაჰინია პავიშიჩმა (25), ილია ახვლედიანმა (38) და ზვიად ნაჭყებიამ (43) გამოიჩინეს.

„გარეჯმა“ 67-ე წუთზე ანგარიში პენალტით შეამცირა და საბოლოოდ შეხვედრა 4:1 დასრულდა.

პლეი აუტის საპასუხო შეხვედრა „გარეჯსა” და „სამტრედიას“ შორის 10 დეკემბერს საგარეჯოში 13:00 საათზე დაიწყება. ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული ახალი სეზონიდან ეროვნულ ლიგაში ითამაშებს.

პლეი აუტის მეორე შეხვედრაში „თელავი“ ეროვნულ ლიგა 2-ში მესამე ადგილზე გასულ თბილისის „სპაერს“ დღეს, თბილისში 17:00 საათზე ეთამაშება, ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა კი 10 დეკემბერს 18:00 საათზე თელავში გაიმართება.