დალია გრიბაუსკაიტე თვითმფრინავის გაუმართაობის გამო, ლატვიის დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს ვერ დაესწრო
დალია გრიბაუსკაიტე თვითმფრინავის გაუმართაობის გამო, ლატვიის დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს ვერ დაესწრო

დალია გრიბაუსკაიტეს თვითმფრინავი გაუფუჭდა. ამის გამო ლიეტუვის პრეზიდენტი მეზობელ ლატვიაში ვერ ჩავიდა. გრიბაუსკაიტე ლატვიის დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეზე დაგეგმილ ღონისძიებებს უნდა დასწრებოდა, თუმცა ვილნიუსის აეროპორტში მისულ პრეზიდენტს უთხრეს, რომ მისი თვითმფრინავი მწყობრიდან გამოვიდა და ის რიგაში ვერ გაემგზავრებოდა.

„პრეზიდენტმა ლატვიის მოქალაქეებს დამოუკიდებელობის 100 წლის იუებილე ვიდეომიმართვით მიულოცა, რომელიც ვილნიუსის აეროპორტში ჩაწერეს“, – ნათქვამია გრიბაუსკაიტეს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მანამდე იგეგმებოდა, რომ ლიეტუვას ლიდერი ლატვიელ, ესტონელ, ფინელ და ისლანდიელ კოლეგებთან ერთად რიგაში თავისუფლების ძეგლს ყვავილებით შეამკობდა და შემდეგ ლატვიის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტს დაესწრებოდა.