„დალასმა“ „პორტლენდს“ 40 ქულის სხვაობით სძლია [ვიდეო] #1TVSPORT

12:24, 22.03.2021

პორტლენდმა“ მიმდინარე რეგულარულში ყველაზე დიდი სხვაობით მარცხი განიცადა. „ბლეიზერსი“ ზედიზედ მეორედ შეხვდა „დალასს“ საკუთარ არენაზე, თუმცა პირველი შეხვედრისგან განსხვავებით, სრული ფიასკო განიცადა.

პირველი მეოთხედი პორტლენდელებმა 3 ქულის სხვაობით მოიგეს (30:27), მეორე პერიოდიდან კი თამაშის სურათი სრულად შეიცვალა. „მავერიკსმა“ მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და საბოლოოდ, 40 ქულის სხვაობით გაიმარჯვა (92:132).

ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო ლუკა დონჩიჩი იყო. სლოვენიელის ანგარიშზე 37 ქულა, 7 მოხსნა და 4 გადაცემაა. 21 ქულა მიითვალა ჯოშ რიჩარდსონმა.

ბლეიზერსის“ რიგებში ყველაზე მეტი – 19 ქულა დემიენ ლილარდის ანგარიშზეა. სი ჯეი მაკალუმმა მატჩი 13 ქულით დაასრულა. 16 ქულა ჰქონდა გარი ტრენტს.

„პორტლენდი” 25 მოგებითა და 17 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-5-მე-6 ადგილებს „დენვერთან” ინაწილებს. „დალასი” 22 მოგებითა და 19 მარცხით ჯერჯერობით მე-8 ადგილზეა.

 

მაიამი – ინდიანა 106:109 (ოვერტაიმი)

https://youtu.be/ejDcYu2TEWk

ჰიუსტონი – ოკლაჰომა 112:114

https://youtu.be/FQMwWpLEokQ

დენვერი – ნიუ ორლეანსი 108:113

https://youtu.be/jGxewRvBBlo

ბოსტონი – ორლანდო 112:96

https://youtu.be/UCncba8bZjw

ბრუკლინი – ვაშინგტონი 113:106

https://youtu.be/h9_CujwSpT8

კლივლენდი – ტორონტო 116:105

https://youtu.be/EsCMMuYn28k

დეტროიტი – ჩიკაგო 86:100

https://youtu.be/eEzks0aQoD8

ნიუ იორკი – ფილადელფია 100:101 (ოვერტაიმი)

https://youtu.be/7sIFNuUOuOw

ფინიქსი – ლეიკერსი 111:94

https://youtu.be/xy9eFoCqCBc

მსგავსი