„დალასმა“ „დენვერის“ ხუთმატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა – ნბა-ის მატჩების მიმოხილვა [ვიდეო] #1TVSPORT
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრები გაიმართა. მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა „დალასმა“, რომელმაც სტუმრად „დენვერი“ 116-103 დაამარცხა.
„მავერიკსი“ შეხვედრის მსვლელობას დამაჯერებლად აკონტროლებდა. პირველი ნახევარში ტეხასელები 11 ქულის სხვაობით დაწინაურდნენ. მესამე პერიოდში კი ლიდერობა განიმტკიცეს (31-22) და საბოლოოდ მატჩი 13 ქულით მოიგეს.
„დალასის“ რიგებში ყველაზე შედეგიანი 25 ქულით კრისტაპს პორზინგისი გამოდგა. ლუკა დონჩიჩმა 21 ქულითა და 12 პასით ორმაგი დუბლი გაიფორმა. 20 ქულა ჰქონდა ჯოშ რიჩარდსონს.
დენვერელთა შორის 26 ქულითა და 11 პასით ორმაგი დუბლი შეასრულა ნიკოლა იოკიჩმა. 23-23 ქულა დააგროვეს ვილ ბარტონმა და მაიკლ პორტერ ჯუნიორმა.
„დალასს“ 20 მოგება და 17 მარცხი აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მერვე ადგილზეა. „დენვერი“ კი 22 მოგებითა და 16 მარცხით მეექვსე პოზიციაზეა.
დენვერი – დალასი 116:103
https://www.youtube.com/watch?v=BgQp9M-RAhw
ოკლაჰომა – ნიუ იორკი 97:119
https://www.youtube.com/watch?v=2H6xn_DwU88
შარლოტი – ტორონტო 114:104
https://www.youtube.com/watch?v=NNTSv3LkFEE
ბრუკლინი – დეტროიტი 100:95
https://www.youtube.com/watch?v=nhEcipZiEG4
ვაშინგტონი – მილუოკი 119:125
https://www.youtube.com/watch?v=qjXPVJ_-SDc
ატლანტა – საკრამენტო 121:106
https://www.youtube.com/watch?v=WQmRuSSpWXQ
მინესოტა – პორტლენდი 121:125
https://www.youtube.com/watch?v=RzEqfFUcNO8
ფინიქსი – ინდიანა 111:122
https://www.youtube.com/watch?v=18w-TQiN_8U