„დალასმა“ „ბრუკლინი“ სტუმრად დაამარცხა - დონჩიჩი საუკეთესო იყო [ვიდეო]

ნაციონალურ საკალთბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონი გრძელდება. ზედიზედ მოგებული რვა მატჩის შემდეგ, „ბრუკლინმა“ კევინ დურანტისა და კაირი ირვინგის გარეშე „დალასს„ უმასპინძლა. „მავერიკსმა“ შეხვედრა დამაჯერებლად ჩაატარა და დიდი ანგარიშით გაიმარჯვა – 98:115.

დალასელებს შორის საუკეთესო კვლავ ლუკა დონჩიჩი იყო. ახალგაზრდა სლოვენიელის ანგარიშზე 27 ქულა, 6 მოხსნა და 7 პასია. 18 ქულით დაასრულა შეხვედრა კრისტაპს პორზინგისმა.

„ბრუკლინი“ როგორც აღვნიშნეთ, კაირი ირვინგისა და კევინ დურანტის გარეშე თამაშობდა. მათ არყოფნაში 29 ქულა დააგროვა ჯეიმს ჰარდენმა.

„ნეთსი“ 22 მოგებითა და 13 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა. ლიდერი 22 მოგებითა და 12 წაგებით „ფილდელფიაა“. რაც შეეხება „დალასს“, „მავერიკსი“ 16 მოგებითა და 16 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში ჯერჯერობით მე-9 ადგილზეა.

ფილადელფია – კლივლენდი 109:112 (ოვერტაიმი)

ვაშინგტონი – მინესოტა 128:111

სან ანტონიო – ნიუ ორლეანი 117:114

ნიუ იორკი – ინდიანა 110:107

ორლანდო – იუტა 109:124

ოკლაჰომა – დენვერი 96:126

დატოვე კომენტარი