„დალასი“ შესაძლოა დენის სმიტ ჯუნიორს დაემშვიდობოს
„დალასი“ შესაძლოა დენის სმიტ ჯუნიორს დაემშვიდობოს

„დალას მავერიკსი“ მიმდინარე სეზონში ჩამოყალიბდა გუნდად, რომელიც ახალწვეულ ლუკა დონჩიჩის კარგი თამაშის წყალობით აღწევს წარმატებას.

19 წლის სლოვენიელი საშუალოდ თამაშში 20.2 ქულას, 6.7 მოხსნას და 5.0 პასს აგროვებს. ბურთთან ყველაზე მეტ დროს ტეხასურ გუნდში სწორედ დონჩიჩი ატარებს, რის გამოც 2017 წლის პირველი რაუნდში არჩეულ დენის სმიტს საგრძნობლად შეუმცირდა სათამაშო დრო და პასუხისმგებლობა.

ამიტომ, აქტიურად დაიწყო საუბრები სმიტის გუნდიდან წასვლის შესახებ. „ი-ეს-პი-ენ“-ის (ESPN) ჟურნალისტ ადრიან ვოჟნაროვსკის მტკიცებით, დალასურმა გუნდმა უკვე დაიწყო მოლაპარაკებები „ფინიქსთან“ და „ორლანდოსთან“ დენის სმიტის გაცვლასთან დაკავშირებით. ვოჟნაროვსკის თმით, „დალასს“ გაცვლაში ვესლი მეთიუსის ჩართვაც სურს.