„დალასი“ 5 იანვარს ხმარებიდან ამოიღებს დირკ ნოვიცკის სათამაშო ნომერს #1TVSPORT
„დალასი“ 5 იანვარს ხმარებიდან ამოიღებს დირკ ნოვიცკის სათამაშო ნომერს #1TVSPORT

„დალას მავერიქსმა“ 5 იანვარს დაგეგმა ცერემონია, რომლის დროსაც გუნდის საშინაო არენის ჭერზე დაიკიდება ლეგენდარული გერმანელი კალათბურთელის დირკ ნოვიცკის მაისური. ამიერიდან, ტექსასურ კლუბში 41-ე ნომრით ვერავინ ითამაშებს. ცერემონია გაიმართება „დალასისა“ და „გოლდენ სტეიტის“ მატჩის შესვენებაზე.

ნოვიცკიმ NBA-ში მთელი კარიერა (21 წელი) „დალასში“ გაატარა. 2011 წელს, გერმანელმა „მავერიქსი“ ისტორიაში პირველ და ერთადერთ ტიტულამდე მიიყვანა.

ფორვარდმა კარიერა 2019 წელს დაასრულა. ნოვიცკი „დალასის“ ლიდერია ჩატარებული მატჩების (1522), ქულების (31 560), მოხსნებისა (11 489) და რეალიზებული სამქულიანების (1982) რაოდენობით.