„დალას მავერიქსი“ ლებრონ ჯეიმსისთვის ბრძოლაში ფავორიტია #1TVSPORT
„დალას მავერიქსი“ ლებრონ ჯეიმსისთვის ბრძოლაში ფავორიტია #1TVSPORT

„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ვარსკვლავურმა ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა, შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს.

ჟურნალისტ ბრენდონ რობინსონის ინფორმაციით, ჯეიმსის გადაბირებით ბევრი კლუბია დაინტერესებული, მაგრამ ბოლო დღეებში გამოჩნდა აშკარა ფავორიტი ვეტერანი კალათბურთელისთვის ბრძოლაში.

ამ მომენტისთვის, ლებრონის ხელში ჩასაგდებად ლიდერობს „დალას მავერიქსი“, რომელმაც ზამთარში სწორედ „ლეიკერსში“ გაცვალა თავისი სუპერვარსკვლავი ლუკა დონჩიჩი.

ასე რომ, ჯეიმსი „მავერიქსში“ შეიძლება შეუერთდეს თავის მეგობარსა და ყოფილ თანაგუნდელს ენტონი დევისს, რომელიც მონაწილეობდა დონჩიჩის ტრეიდში.

შეგახსენებთ, რომ 2025 წლის დრაფტზე პირველ ნომრად არჩევის უფლება „დალასს“ ჰქონდა და მან ფორვარდ კუპერ ფლეგზე გააკეთა არჩევანი.

ასევე იტყობინებიან, რომ ლებრონ ჯეიმსი შეიძლება „მაიამიში“ გადავიდეს, რომლის რიგებშიც 2010-14 წლებში თამაშობდა.