„დალას კოვბოიზი“ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კლუბია
„დალას კოვბოიზი“ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კლუბია

ავტორიტეტულმა ამერიკულმა ჟურნალმა, „ფორბსმა“ შეადგინა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული 50 სპორტული კლუბის რეიტინგი. ზედიზედ მეხუთე წელია, ამ კლასიფიკაციას სათავეში ჩაუდგა ამერიკული ფეხბურთის კლუბი „დალას კოვბოიზი“.

რეიტინგში აღმოჩნდა ხუთი საფეხბურთო კლუბი, რომელთა შორის ყველაზე მაღალი პოზიცია მადრიდის „რეალს“ აქვს – მეექვსე ადგილი. ასევე ათეულში არიან „ბარსელონა“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“.

1. დალას კოვბოიზი (აშშ, ამერიკული ფეხბურთი) – 5,5 მლრდ

2. ნიუ იორკ იანკიზი (აშშ, ბეისბოლი) – 5 მლრდ

3. ნიუ იორკ ნიქსი (აშშ, კალათბურთი) – 4,6 მლრდ

4. ლოს ანჯელეს ლეიკერსი (აშშ, კალათბურთი) -4,4 მლრდ

5. გოლდენ სტეიტ უორიორზი (აშშ, კალათბურთი) – 4,3 მლრდ

6. რეალი (ესპანეთი, ფეხბურთი) – 4,24 მლრდ

7. ნიუ ინგლენდ პეტრიოტსი (აშშ, ამერიკული ფეხბურთი) – 4,1 მლრდ

8. ბარსელონა (ესპანეთი, ფეხბურთი) – 4,02 მლრდ

9. ნიუ იორკ ჯაიენტსი (აშშ, ამერიკული ფეხბურთი) – 3,9 მლრდ

10. მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლისი, ფეხბურთი) – 3,81 მლრდ

…24. ბაიერნი (გერმანია, ფეხბურთი) – 3,02 მლრდ

…34. მანჩესტერ სიტი (ინგლისი, ფეხბურთი) – 2,69 მლრდ

…37. ჩელსი (ინგლისი, ფეხბურთი) – 2,58 მლრდ

…47. არსენალი (ინგლისი, ფეხბურთი) – 2,27 მლრდ