„დალას კოვბოისი“ მსოფლიოს ყველაზე მდიდარი კლუბია
„დალას კოვბოისი“ მსოფლიოს ყველაზე მდიდარი კლუბია

ავტორიტეტულმა ამერიკულმა ჟურნალმა „ფორსბმა“ (Forbes) გამოაქვეყნა მსოფლიოში ყველაზე მდიდარი კლუბების რეიტინგი.

დღეისათვის, ყველაზე ძვირადღირებული გუნდია „დალას კოვბოისი“, რომელიც ამერიკული ფეხბურთის ლიგაში გამოდის. ის შეფასებულია ხუთ მილიარდ დოლარად. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ამ გუნდის ფასი ოთხი პროცენტით გაიზარდა.

50-გუნდიან სიაში ევროპული ფეხბურთი რვა კლუბითაა წარმოდგენილი – „ლივერპული“, „არსენალი“, „ჩელსი“, „მანჩესტერ სიტი“, „ბაიერნი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ბარსელონა“ და „რეალი“.

26 წარმომადგენელი ჰყავს ამერიკული ფეხბურთის ლიგას (NFL), ცხრა – ბეისბოლს (MLB), შვიდი – ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციას (NBA).

სიაში არ არის არცერთი კლუბი ჰოკეის ეროვნული ლიგიდან და „ფორმულა 1“-დან.

მსოფლიოში ყველაზე მდიდარი კლუბების ათეული ასე გამოიყურება:

1. დალას კოვბოისი (NFL) – 5.0 მილიარდი

2. ნიუ იორკ იანკიზი (MLB) – 4.6

3. რეალი (ფეხბურთი) – 4.24

4. ბარსელონა (ფეხბურთი) – 4.02

5. ნიუ იორკ ნიქსი (NBA) – 4.0

6. მანჩესტერ იუნ (ფეხბურთი) – 3.81

7. ნიუ ინგლენდ პეტრიოტსი (NFL) – 3.8

8. ლოს ანჯელეს ლეიკერსი (NBA) – 3.7

9. გოლდენ სტეიტ უორიორზი (NBA) – 3.5

10. ნიუ იორკ ჯაიანტსი (NFL) – 3.3

დალასს“ ხუთჯერ აქვს მოგებული სუპერბოული. ბოლოს მან ეს 1995 წელს შეძლო.