„დაკარზე“ არგენტინელი მრბოლელის მანქანა დაიწვა [ვიდეო]

არგენტინელი ქალი ავტომრბოლი „ტოიოტადან“ ალისია რეინა იძულებული გახდა, ​რალი-რეიდ „დაკარს“ ჩამოშორებოდა.

როგორც Motosport-ი წერს, სამხრეთამერიკელის ავტომობილი სრულად დაიწვა მეორე ეტაპის მიმდინარეობის დროს.

„სწრაფად გავჩერდით, გადმოვედით მანქანიდან და ვცადეთ ცეცხლის ჩაქრობა, მაგრამ არ გამოგვივიდა. ჩვენთვის უცნობია, რის გამო მოხდა ხანძარი. შოკში ვარ. არ მჯერა, რომ რბოლას ვეღარ დავასრულებთ, რომლისთვისაც მთელი წელი ვემზადებოდით“, – განაცხადა რეინამ.

რეინა ერთ-ერთია იმ 13 ქალიდან, რომლებმაც 2018 წლის „დაკარზე“ აიღეს სტარტი. მისთვის ეს მეხუთე „დაკარია“ კარიერაში. საუკეთესო შედეგი მას შარშან ჰქონდა – მე-40 ადგილი საერთო ჩათვლაში.