დაკარგული შანსი - ლობჟანიძის „ჰატაისპორმა“ ისევ ფრედ ითამაშა #1TVSPORT
დაკარგული შანსი - ლობჟანიძის „ჰატაისპორმა“ ისევ ფრედ ითამაშა #1TVSPORT

საბა ლობჟანიძემ მორიგი მატჩი ჩაატარა თურქეთის სუპერლიგაში – ქართველი შემტევის „ჰატაისპორი“ „ანტალიასპორს“ დაუპირისპირდა და მხოლოდ ქულა მოიპოვა – 0:0.

საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და 68-ე წუთზე შეცვალეს. ლობჟანიძეს თავისიანების დაწინაურება მე-15 წუთზე შეეძლო, როდესაც საჯარიმო მოედნის სიახლოვიდან ძლიერად დაარტყა, მაგრამ ბოლო მომენტში მეკარემ ბურთი კუთხურზე მოიგერია.

საგოლე მომენტები გუნდებმა მეორე ნახევარშიც შექმნეს, მაგრამ მშვენიერი შესაძლებლობებით ვერ ისარგებლეს და მსაჯის საფინალო სასტვენმა ლოგიკური ანგარიში დააფიქსირა – 0:0.

„ჰატაისპორმა“ ლიგის ბოლო 4 თამაშიდან მესამე დაასრულა ფრედ და წინსვლის კარგი შანსი დაკარგა. 17 ტურის შემდეგ გუნდი 17 ქულით მე-15 ადგილზეა. არადა, მოგებით სატურნირო ცხრილში საკმაოდ დაწინაურდებოდა.