Dailymilan-ი ნეაპოლელთა ბრალდებებს პასუხობს - აბსურდია, თითქოს „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგიდან ბობანის დახმარებით გამოაგდეს #1TVSPORT
Dailymilan-ი ნეაპოლელთა ბრალდებებს პასუხობს - აბსურდია, თითქოს „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგიდან ბობანის დახმარებით გამოაგდეს #1TVSPORT

მილანური გამოცემა Dailymilan-ი გამოეხმაურა ნეაპოლელ გულშემატკივრებში გავრცელებულ ვერსიას, რომელიც მედიაშიც განიხილებოდა – თითქოს „მილანს“ მეოთხედფინალში „ნაპოლისთან“ მოგებაში უეფა-ს დირექტორი და კლუბის ყოფილი მოთამაშე და ფუნქციონერი ზვონიმიორ ბობანი დაეხმარა.

დაეხმარა თუ არა ბობანი „მილანს“ ჩემპიონთა ლიგაზე? ახალი (აბსურდული) ნეაპოლიტანური ჰიპოთეზა

„მილანმა“ „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგიდან ზვონიმირ ბობანის „დამსახურებით“ გამოაგდო – ეს ნეაპოლიტანელთა ახალი აბსურდული თეორიაა. ნეაპოლელი გულშემატკივრების უცნაური ახალი თეორია ამჟამად ქსელში ვრცელდება. მათი თქმით, „მილანმა“ მათი გუნდი ზვონიმირ ბობანის დახმარებით გამოაგდო.

ყოფილი „როსონიერი“ უეფა-ს საფეხბურთო კომიტეტის ხელმძღვანელი 2021 წლიდან გახდა. აქედან მოდის შეთქმულების თეორია, რომ სწორედ ის დაეხმარა სტეფანო პიოლის გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე „ნაპოლის“ წინააღმდეგ მეოთხედფინალურ დაპირისპირებებში, რაც იმის იგნორირება ან ვერშემჩნევაა, რომ პენალტი ნეაპოლელებსაც დაუნიშნეს და კვარაცხელია შეცდა“, – წერს dailymilan-ი.

ზვონიმირ ბობანი ხორვატული ფეხბურთის ლეგენდაა, რომელიც „მილანში“ ათი (1991-2001) წელი გამოდოდა და გახდა გამარჯვებული სერია A-ში (ოთხგზის), ჩემპიონთა ლიგაზე (1993/94) და უეფა-ს სუპერთასზე (1994). ხორვატიის ნაკრებში 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

კარიერის დასრულების შემდეგ იყო სპორტული ჟურნალისტი და ფუნქციონერი. 2016 წლიდან 2019 წლამდე ის ფიფა-ს გენერალური მდივნის მოადგილედ მუშაობდა. 2019 წლის ზაფხულში ზვონიმირ ბობანი ფიფადან წამოვიდა და დაბრუნდა „მილანში“, როგორც კლუბის მენეჯერი, მაგრამ თანამდებობა 2020 წლის მარტში დატოვა. 2021 წლის აპრილში ბობანი უეფა-ში ფეხბურთის დირექტორად მუშაობს და პირველი ადამიანია, ვინც ეს თანამდებობა დაიკავა.