Daily mercato- გიორგი მიქაუტაძემ „მეცში“ სამედიცინო შემოწმება გაიარა #1TVSPORT
Daily mercato- გიორგი მიქაუტაძემ „მეცში“ სამედიცინო შემოწმება გაიარა #1TVSPORT

ამსტერდამის „აიაქსში“ სრულიად დაკარგული გიორგი მიქაუტაძე „მეცში“ იჯარით დაბრუნდა და სამედიცინო შემოწმებას გაიარა, – ინფორმაციას  გამოცემა Daily mercato ავრცელებს.

„ეს სიახლე აუცილებლად გაახარებს „მეცის“ ფანებს. საფრანგეთის ლიგა 1-ში მე-14 ადგილზე მყოფ გუნდს პლეი ოფის ზონას ორი ქულა აშორებს და გადარჩენისთვის იბრძვის. კლუბმა „პარი სენ-ჟერმენთან“ წააგო, რაც ლიგაში ზედიზედ მეოთხე მარცხია, მაგრამ გუნდს უმაღლესი დონის მოთამაშით გაძლიერების იმედი აქვს.

მართალია, „მეცმა“ დაადასტურა, რომ მიქაუტაძე საფრანგეთში ზამთარში უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ ქართველმა თავდამსხმელმა სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა, კონტრაქტიც გააფორმა და მისი წარდგენის ვიდეოც გადაღებულია“, – ამტკიცებს Daily mercato.

უფრო კონკრეტულად მითითებულია, რომ გიორგი მიქაუტაძემ „მეცში“ სამედიცინო შემოწმება ოთხშაბათს, 20 დეკემბერს გაიარა.

ცნობილია, რომ „მეცი“ „აიაქსს“ ექვსთვიან იჯარაზე მოელაპარაკა, თუმცა შეთანხმება კონტრაქტის გამოსყიდვას არ ითვალისწინებს.