Daily Mail - ნიგერიასთან შემადგენლობას მესი და მასკერანო დააყენებენ
Daily Mail - ნიგერიასთან შემადგენლობას მესი და მასკერანო დააყენებენ

არგენტინის ნაკრების ფეხბურთელები თავად აირჩევენ შემადგენლობას ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტი მატჩისთვის ნიგერიის ნაკრების წინააღმდეგ,- წერს Daily Mail.

„ფეხბურთელები თავად გადაწყვეტენ, ვინ უნდა ითამაშოს. ეს ფაქტია. თუ სამპაოლი მოისურვებს სკამზე ჯდომას, მას შეუძლია ეს გააკეთოს. თუ არ სურს – ეს პრობლემა არ იქნება”, – განაცხადა გაზეთ Daily Mail-თან საუბარში მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონმა რიკარდო ჯუსტიმ. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ კავშირი ჰქონდა ნაკრების გენერალურ მენეჯერთან ხორხე ბურუჩაგასთან.

დიდი ალბათობით, ნიგერიასთან სასტარტო შემადგენლობას არგენტინის ნაკრების ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელები – ლიონელ მესი და ხავიერ მასკერანო განსაზღვრავენ.
ორი ტურის შემდეგ, არგენტინის ნაკრების ანგარიშზე ერთი ქულაა.

გადმოწერეთ ჩვენი უნიკალური აპლიკაცია FIFA 2018! Android

და თქვენ გექნებათ საშუალება ოპერატიულად გაეცნოთ ყველა საინტერესო სიახლეს, მატჩების ზუსტ განრიგს, შედეგებს LIVE-რეჟიმში და შექმნათ თქვენი პროგნოზი!

თამაშების ზუსტი განრიგი – მსოფლიო ჩემპიონატი პირველ არხზე!