Daily Mail - მოურინიოს მომავალ კვირას გაათავისუფლებენ
Daily Mail - მოურინიოს მომავალ კვირას გაათავისუფლებენ

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი – ჟოზე მოურინიო, თავის პოსტს უახლოეს დღეებში დატოვებს. როგორც გაზეთი Daily Mail წერს, მანჩესტერული კლუბის ხელმძღვანელობა პორტუგალიელი სპეციალისტის გადაყენებას განიხილავს. ვარაუდობენ, რომ ამ გადაწყვეტილებას ოფიციალურად მომავალი კვირის ბოლოს გამოაცხადებენ.

ბრიტანულ პრესაში წერენ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებაზე გუნდში არსებულმა განხეთქილებამ იმოქმედა, რაც მწვრთნელსა და რამდენიმე მოთამაშეს შორის კონფლიქტებმა, აგრეთვე, ახალი სეზონის სტარტზე არადამაკმაყოფილებელმა შედეგებმა გამოიწვია. პრემიერლიგის ბოლო ტურში „იუნაიტედმა“  „ვესტ ჰემთან“ 1:3 წააგო და 10 ქულით – მეათე ადგილზეა.