Daily Mail - ალექსის სანჩესი „მანჩესტერ იუნაიტედში“ მარტოსულია
Daily Mail - ალექსის სანჩესი „მანჩესტერ იუნაიტედში“ მარტოსულია

იანვარში “არსენალიდან” “მანჩესტერ იუნაიტედში” ტრანსფერი კატასტროფად იქცა ალექსის სანჩესისთვის. ჩილელი ახალ გუნდში ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად (690 ათასი ევრო კვირაში) იქცა, მაგრამ 10 მატჩში მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა, “ბრაიტონთან” სათასო თამაშში კი სათადარიგოთა სკამზე დარჩა.

“მანჩესტერ იუნაიტედის” სამწვრთნელო შტაბს კიდევ უფრო მეტად აშფოთებს გუნდში სანჩესის მდგომარეობა.

Daily Mail-ის ინფორმაციით, ალექსისი უბედური ჩანს, ვარჯიშებზე ყველასგან იზოლირებულად მუშაობს და ბუფეტში გუნდისგან განცალკევებით იკვებება.

„ყველაფერი ისე გამოიყურება, თითქოს სანჩესს არ სურს აქ ყოფნა. ის დაკარგულად მოჩანს. იგივე იყო დი მარიას შემთხვევაში”, – განუცხადა გაზეთს კლუბთან დაახლოებულმა წყარომ.