დაფასებაც ასეთი უნდა - ჰოლანიდიელების დახვედრაზე კაშიამ ცრემლები ვერ შეიკავა (ვიდეო)

გურამ კაშია ჰოლანდიაშია და ყოფილი კლუბის, არნემის “ვიტესის” თამაშსს დაესწრო, რომელიც ერედევიზიის მე–13 ტურში “ემენს” მასპინძლობდა.

მატჩამდე არნემურმა კლუბმა და “ვიტესის” ფანებმა მთელი კამპანია ჩაატარეს, სადაც გულშემატკივარს მიმართავდნენ – “შენ მოდიხარ, პირადად რომ დაემშვიდობო ყოფილ კაპიტანს?”. კლუბის ოფიციალურ გვერდზე გურამ კაშიას მიმართეს “ვიტესის” ყოფილმა და მოქმედმა მოთამაშეებმა – ვილფრიდ ბონმა (“სუონსიში” თამაშობს), ბერტრანდ ტრაორემ (“ლიონი”), მაიკლ ვან დერ ვერფმა, არნემელთა სლოვენიელმა თავდამსხმელმა ტიმ მატავჟიმ, ასევე “ვიტესის” არგენტინელმა გულშემატკივარმა ხუანმა.

ჰოლენდიელმა გულშემატკივრებმა ყოფილ კაპიტანს გასაოცარი შეხვედრა მოუწყვეს. სავსე ტრიბუნების შეძახილებმა “გურამ კაშია! გურამ კაშია!” ქართველ მცველზე ისე იმოქმედა, ცრემლები ვერ შეიკავა.

გურამ კაშია “ვიტესში” 2010-2018 წლებში გამოდიოდა, თამაშების რაოდენობით კლუბის რეკორდსმენი გახდა და 6 წელი გუნდი კაპიტანი იყო, ზაფხულში კი ამერიკის მეიჯორლიგის “სან ხოსეში” გადავიდა.

View this post on Instagram

👏🏻💪🏻 @37gk

A post shared by Vako Qazaishvili (@vakoqazaishvili) on

დატოვე კომენტარი