დაფარება ბოლო წამზე და 20 ქულა - მამუკელაშვილს ორმაგ დუბლამდე ორი მოხსნა დააკლდა [ვიდეო] #1TVSPORT
დაფარება ბოლო წამზე და 20 ქულა - მამუკელაშვილს ორმაგ დუბლამდე ორი მოხსნა დააკლდა [ვიდეო] #1TVSPORT

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის G ლიგა აქტიურად მიმდინარეობს და გუნდებმა მორიგი შეხვედრები გამართეს. სანდრო მამუკელაშვილისვისკონსინ ჰერდი“ ამჯერად „გრანდ რაპიდს გოლდს“ დაუპირისპირდა და ოვერტაიმში 122-129 დამარცხდა.

ქართველი კალათბურთელი შეხვედრაში სათადარიგო სკამიდან ჩაერთო და 33 წუთი ითამაშა. მის ანგარიშზე 20 ქულა, 8 მოხსნა (1 შეტევაში), 3 პასი და 1 დაფარებაა. მამუკელაშვილმა 12-დან 7 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო გამოიყენა, პერიმეტრიდან კი 2-ჯერ ისროლა და უშედეგოდ. მან 4-ჯერ დაკარგა ბურთი და ერთხელ დაჯარიმდა.

სანდროს ამ შეხვედრაში ერთი გამორჩეული ეპიზოდიც ჰქონდა – როცა ანგარიში 122-122 იყო და „გრანდ რაპიდს გოლდი“ უტევდა, ბოლო წამზე მეტოქეს დაუფარა და მატჩი ოვერტაიმში გადაიყვანა, თუმცა დამატებით 5 წუთში „ჰერდი“ 0-7 დამარცხდა.

ამ შეხვედრის შემდეგ ვისკონსინელები 5 მოგებითა და 6 მარცხით ცენტრალურ დივიზიონში მე-5 ადგილზე იმყოფებიან. „ჰერდი“ მომდევნო შეხვედრაში 1-ელ დეკემბერს კვლავ „გრანდ რაპიდს გოლდს“ დაუპირისპირდება.