დაესწრებიან თუ არა მაყურებლები საქართველო-ბელარუსის მატჩს,  აგვისტოში გაირკვევა
დაესწრებიან თუ არა მაყურებლები საქართველო-ბელარუსის მატჩს, აგვისტოში გაირკვევა

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ უეფა-ს 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის ნახევარფინალის მატჩი, საქართველო-ბელარუსი 8 ოქტომბერს, თბილისში გაიმართება.

როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აცხადებენ, საქართველო-ბელარუსის მატჩზე გულშემატკივრების დაწრების საკითხი, მსოფლიოსა და საქართველოში ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული – საკითხი დაზუსტებით აგვისტოში გაირკვევა.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2020-ის პლეი ოფის ნახევარფინალები 4-დღიანი შუალედში უნდა გამართულიყო. მაგალითად, საქართველოს ბელარუსთან 26 მარტს უნდა ეთამაშა, გამარჯვებული კი ჩრდილოეთ მაკედონიასა და კოსოვოს წყვილის გამარჯვებულს 31 მარტს შეხვდებოდა. ახლა ცნობილი გახდა, რომ ფინალები ნოემბერში ჩატარდება.