დაძაბული მატჩი თელავში - სამი გაძევება და გაყოფილი ქულები
დაძაბული მატჩი თელავში - სამი გაძევება და გაყოფილი ქულები

ეროვნული ლიგის მე-14 ტურის შეხვედრა თელავის „კავკასიონი არენაზე“ „თელავსა“ და „საბურთალოს“ შორის ძალიან დაძაბული გამოდგა – მატჩი ფრედ დასრულდა, შეხვედრის მთავარ არბიტრს კი წლევანდელ სეზონში ყველაზე მკაცრი განაჩენის გამოტანა მოუხდა.

ანგარიში მე-9 წუთზე „საბურთალოს“ კაპიტანმა გაგი მარგველაშვილმა გახსნა. შვიდ წუთში მასპინძელთა შემტევმა ირაკლი რუხაძემ წონასწორობა აღადგინა.

მატჩის დასასრული ძლიან დაძაბული გამოდგა და მთავარ არბიტრს 10 ყვითელი ბარათის ჩვენება მოუხდა, სამჯერ კი მოთამაშე მოედნიდან გაძევა. 90+3-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა და მოედანი დაატოვებინა „თელავის“ ნახევარმცველს, მიხეილ ბაშელეიშვილს, ხოლო სამ წუთში იგივე განაჩენი გამოუტანა „საბურთალოს“ კაპიტანს, ლაზარე კუპატაძეს და თელაველთა შემტევს, ირაკლი რუხაძეს.

საბოლოოდ, გუნდებმა მატჩი კაცნაკლულებმა დაასრულეს, ხოლო ეს დაძაბული მატჩი 1:1 დასრულდა.

14 ტურის შემდეგ „თელავმა“ 16 ქულა დააგროვა და მეექვსე ადგილზე დაწინაურდა, ხოლო „საბურთალო“ 21 ქულით მეოთხე ადგილზე დარჩა.

დატოვე კომენტარი