დადასტურდა ტაისონ ფიურის მომავალი ბრძოლის დეტალები
დადასტურდა ტაისონ ფიურის მომავალი ბრძოლის დეტალები

ოფიცილურად გახდა ცნობილი ბრიტანელი სუპერმძიმეწონოსნის ტაისონ ფიურის (28-0-1, 20KO) მომავალი ბრძოლის თარიღი და ადგილი. მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი 14 სექტემბერს, ლას ვეგასში იჩხუბებს, – იტყობინება პრომოუტერული კომპანია „ტოპ რანკ“-ის (Top Rank) პრესსამსახური.

ფიურის მეტოქე იქნება პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელი შვედი ოტო ვალინი (20-0-0, 13KO).

ბრიტანელ მოკრივეს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი თავის მომავალ მეტოქეზე, ვალინს კი ფიური თანამედროვეობის საუკეთესო სუპერმძიმეწონოსნად მიაჩნია.

ვალინთან ბრძოლის შემდეგ, ფიური გამართავს რევანშს WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონთან დეონტეი უაილდერთან (41-0-1, 40KO).