დადასტურდა - მოურინიო „ტოტენჰემის“ მწვრთნელია
დადასტურდა - მოურინიო „ტოტენჰემის“ მწვრთნელია

ლონდონის „ტოტენჰემმა“ გამოაცხადა მთავარ მწვრთნელად ჟოზე მოურინიოს დანიშვნის შესახებ. კლუბმა 56 წლის სპეციალისტთან 2023 წლის ზაფხულამდე გააფორმა კონტრაქტი.

შეგახსენებთ, რომ სამშაბათს მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს მაურისიო პოჩეტინო, რისი მიზეზიც „ტოტენჰემის“ არადამაკმაყოფილებელი შედეგები გახდა. გუნდი პრემიერლიგაში მე-14 ადგილზეა. არგენტინელი ლონდონელებს 2014 წლიდან ავარჯიშებდა.

მოურინიოს ბოლო სამუშაო ადგილი იყო „მანჩესტერ იუნაიტედი“, რომელიც მან 2018 წელს დატოვა.