დაჩი ლორთქიფანიძემ „კრემონეზეს“ რიგებში იტალიის თასზე ითამაშა #1TVSPORT
დაჩი ლორთქიფანიძემ იტალიის თასზე „კრემონეზეს“ რიგებში ითამაშა. მისმა გუნდმა 1/32-ფინალში შინ „სამპდორიას“ 2:0 სძლია.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველმა გასული სეზონი „კრემონეზეში“ დაიწყო და სერია A-ში ერთი მატჩიც ჩაატარა, თუმცა მეტი სათამაშო დროის მისაღებად იჯარის წესით „კარარეზეში“ გადავიდა. ზაფხულში ლორთქიფანიძე „კრემონეზეს“ დაუბრუნდა. „სამპდორიასთან“ შეხვედრაში ის თავიდან სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა, მოედანზე კი 82-ე წუთზე გამოჩნდა.
„კრემონეზე“ გასულ სეზონში სერია B-ში დაქვეითდა და ახალ ჩემპიონატს 22 აგვისტოს, „ემპოლისთან“ გასვლითი შეხვედრით დაიწყებს. იტალიის თასის 1/16-ფინალში კი გუნდი პირველ სექტემბერს სტუმრად „პარმას“ დაუპირისპირდება.