დაჩი ლორთქიფანიძე - მოტივირებულები ვართ, პირველივე თამაშიდან დავამტკიცოთ, რომ ბევრის მიღწევა შეგვიძლია #1TVSPORT
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველებმა, დაჩი ლორთქიფანიძემ და გაბრიელ სიგუამ კომენტარი გააკეთეს ევროპის ჩემპიონატის ახალ შესარჩევ ციკლში ჩრდილოეთ ირლანდიასთან მოახლოებული შეხვედრის შესახებ.
დაჩი ლორთქიფანიძე, „კრემონეზე“: „ეს ჩვენი პირველი შეკრებაა და ჯერჯერობით გაცნობის ფაზაში ვართ, რადგან ახალი გუნდი ყალიბდება. პირველი შეხვედრა ჩრდილოეთ ირლანდიასთან გვაქვს. ყველანი მოტივირებულები ვართ, რომ შესარჩევი ციკლი კარგად დავიწყოთ და პირველივე თამაშიდან დავამტკიცოთ, რომ ბევრის მიღწევა შეგვიძლია“.
გაბრიელ სიგუა, „ლოზანა სპორტი“: „ძალიან კარგი განწყობით ვართ ჩამოსულები, ახალი გუნდი შევიკრიბეთ და ვფირობ, კარგი ნაკრები ვიქნებით. მთავარია, ჩვენი საქმე ვაკეთოთ, შეკრებიდან შეკრებამდე გავიზარდოთ. უფრო ძლიერ გუნდებთანაც გვითამაშია. მნიშვნელოვანია, მწვრთნელის დავალებები შევასრულოთ და ვფირობ, წარმატებასაც მივაღწევთ“.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ახალ შესარჩევ ციკლს 9 სექტემბერს, 20:00 საათზე ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩით დაიწყებს. შეხვედრა ქუთაისში ჩატარდება და პირდაპირ ეთერში პირველი არხი შემოგთავაზებთ.