დაჩი ცნობილაძე - გვინდა, „საბურთალო“ თავის დონეს დაუბრუნდეს
დაჩი ცნობილაძე - გვინდა, „საბურთალო“ თავის დონეს დაუბრუნდეს

დაჩი ცნობილაძე იმედოვნებს, რომ „საბურთალო“ სახეს შეინარჩუნებს, მიუხედავად შემადგენლობის რადიკალური შეცვლისა, – ამის შესახებ ფეხბურთელმა საქართველოს პირველ არხთან განაცხადა.

„წლებია, რაც „საბურთალოს” თავისი სათამაშო სტილი აქვს, ვცდილობთ ამ მიმართულებას არ გადავუხვიოთ. გვსურს, რომ 2021 წლის სეზონის ბოლოსაც ისეთი შედეგი მივიღოთ, რაც ჩვენს კლუბს ეკადრება. ბოლო წლებში სამივე ტიტული მოვიგეთ, ნაყოფიერი და წარმატებული დრო გვქონდა. გვინდა, ისევ ამ დონეზე დავბრუნდეთ, ამისთვის კი ბევრი შრომაა საჭირო”, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან დაჩი ცნობილაძე.

ცნობილია, რომ „საბურთალო“ სეზონის დასრულების შემდეგ დატოვეს ლაზარე კუპატაძემ, სანდრო ალთუნაშვილმა, გაგი მარგველაშვილმა, გოგა ჩაბრაძემ, ასევე ლეგიონერების უმრავლესობამ. მათ ნაცვლად გუნდში ბევრი ახალწვეული მიიყვანეს.