დაჩი ბერაია - ვისურვებდი, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პროექტი ჩავარდეს
დაჩი ბერაია - ვისურვებდი, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პროექტი ჩავარდეს

ვისურვებდი, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პროექტი ჩავარდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, დაჩი ბერაიამ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში სრულიად უპასუხისმგებლო ოპოზიციაა და უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებს.

„მხარს არ ვუჭერ კონსტიტუციურ ცვლილებებს. ხვალ უმრავლესობის სხდომა იქნება და სხვადასხვა საკითხზე ჩამოვყალიბდებით, მათ შორის იმაზე, ჩავატაროთ თუ არა თავისუფალი კენჭისყრა.

მცირე რაოდენობა არ არის, ვინც მხარს არ უჭერს აღნიშნულ პროექტს. ვინმეს გუნდიდან გასვლის საკითხი არ დადგება. ვისურვებდი, პროექტი ჩავარდეს. მე შემიძლია ჩემი თითი თვითონ ვაკონტროლო“, – აცხადებს დაჩი ბერაია.