დაჩი ბერაია - ბიძინა ივანიშვილმა გვითხრა, გუნდური პრინციპები დავიცვათ და გადაწყვეტილებას მხარი დავუჭიროთ
დაჩი ბერაია - ბიძინა ივანიშვილმა გვითხრა, გუნდური პრინციპები დავიცვათ და გადაწყვეტილებას მხარი დავუჭიროთ

ბიძინა ივანიშვილმა გვითხრა, გუნდური პრინციპები დავიცვათ და გადაწყვეტილებას მხარი დავუჭიროთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, დაჩი ბერაიამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკითხზე შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ბერაია აცხადებს, რომ მხარს არ დაუჭერს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას და ამის გამო, მისი დისციპლინური საკითხი თუ დადგება, მანდატს დატოვებს.

„ვთქვი, რომ მხარს არ დავუჭერ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. ამის გამო, ჩემი უმრავლესობიდან გასვლის თაობაზე დისციპლინური საკითხი თუ დადგება, უმრავლესობას არ დავტოვებ და დავტოვებ მანდატს.

მსგავს თემებზე, დისციპლინარულ საკითხზე საუბარი არ ყოფილა. იყო მოთხოვნა სხდომაზე კენჭისყრასთან დაკავშირებით, რაზეც უარი მივიღეთ. ჩემთვის იყო ეს მტკივნეული. მინდოდა, კენჭი გვეყარა, ვინ იყო მომხრე.

დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, პოზიცია არ შემიცვლია.

ვინც მხარს არ უჭერს პროპორციულ სისტემას, ზოგი მონაცემით არის შვიდი, ზოგით 20, ზოგით 40.

ბიძინა ივანიშვილმა გვითხრა, რომ გუნდური პრინციპები დავიცვათ და გადაწყვეტილებას მხარი დავუჭიროთ.

განსხვავებული აზრი 7-8 კაცმა გამოვთქვით, შეიძლება 10 იყო“, – განაცხადა დაჩი ბერაიამ.