დაანონსდა მენი პაკიაოს შეხვედრა ახალგაზრდა ამერიკელთან
დაანონსდა მენი პაკიაოს შეხვედრა ახალგაზრდა ამერიკელთან

ინტერნეტ-გამოცემა The Athletic-ის ჟურნალისტმა მაიკ კოპინჯერმა საკუთარ „ტვიტერში“ დაწერა ამერიკელ რაიან გარსიასა (21-0, 18KO) და ფილიპინელ მენი პაკიაოს (62-7-2, 39KO) შორის ბრძოლის ორგანიზების შესახებ. ამ მომენტისთვის მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ეს სიახლე თავად გარსიამ ააგორა, როცა „ინსტაგრამში“ განათავსა პოსტერი, რომელიც „აანონსებს“ მის ორთაბრძოლას ლეგენდარულ ფილიპინელთან.

პლაკატზე არ არის ლოჯისტიკური დეტალები – არ წერია ბრძოლის თარიღი და ადგილი. მაგრამ პოტენციურ ბრძოლას აქვს სახელი – „ოცნებიდან რეალობამდე“.

„ოცნება რეალობად იქცა. ჩემთვის დიდი პატივი იქნება რინგის გაყოფა მენი პაკიაოსთან. ყოველთვის პატივს ვცემდი შენს მიღწევებს!“ – მიაწერა ფოტოს 22 წლის გარსიამ.