დაამტკიცეთ, რომ ათობით ათას ევროს იმსახურებთ -„საბურთალოსთან“ წაგების შემდეგ „სტიაუას“ პრეზიდენტმა ფეხბურთელები ბაზაზე დატოვა #1TVSPORT
დაამტკიცეთ, რომ ათობით ათას ევროს იმსახურებთ -„საბურთალოსთან“ წაგების შემდეგ „სტიაუას“ პრეზიდენტმა ფეხბურთელები ბაზაზე დატოვა #1TVSPORT

თბილისის „საბურთალოსთანკონფერენს ლიგის პირველი მატჩის წაგებამ (0:1) ბუქარესტის „სტიაუას“ მეპატრონე ჯიჯი ბეკალი ისე გაამწარა, გუნდი ერთკვირიან შეკრებაზე გადაიყვანა, – ამის შესახებ რუმინული გამოცემა „დიჯი სპორტი“ იუწყება.

„დაბრუნდა ის დღეები, როდესაც რუმინული გუნდის მნიშვნელოვან მატჩს ხანგრძლივი შეკრება უძღოდა წინ. ვინაიდან „საბურთალოსთან“ მოგება კლუბის ფინანსებისთვის მნიშვნელოვანია, ჯიჯი ბეკალიმ (კლუბის პრეზიდენტი) ფეხბურთელები ერთი კვირით საწვრთნელ ბანაკში გააგზავნა. ჯიჯი ბეკალიმ გაამხილა, რომ ეს გადაწყვეტილება გუნდთან ერთად მას შემდეგ მიიღო, რაც საქართველოში კონფერენს ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში 1:0 წააგო. ევროპული შეჯიბრებიდან გამოვარდნისა და უეფა-ს მილიონებზე წვდომის დაკარგვის შიშით, ბეკალიმ გადაწყვიტა, რომ ფეხბურთელები ქართვულებთან მატჩამდე ბერჩენის სპორტულ ბაზაზე დაეტოვებინა. ბეკალიმ ფეხბურთელებს სთხოვა, „საბურთალოს“ განმეორებითი მატჩამდე დღეში ორსაათიანი ვარჯიშით დაამტკიცონ, რომ ათობით ათასი ევროს გამომუშავებას იმსახურებენ“, – წერს გამოცემა.

„ფულს ვკარგავთ და გუნდი შეკრებაზე ერთი კვირით გავაგზავნე. ტანასესაც (გუნდის ლიდერი) ველაპარაკე და ვუთხარი, ბაზაზე ხუთშაბათამდე დარჩენილიყო. მას საწინააღმდეგო არაფერი უთქვამს. ვინც ნაწყენი დარჩა, ვუთხარი, რომ მაქვს სადურგლო სახელოსნო, სადაც მთელი დღის მუშაობით თვეში 700-1000 ევროს გამოიმუშავებენ, ისინი კი ორსაათიანი ვარჯიშით თვეში 15-20 ათასი ევროს იღებენ – რისთვის?“, – რიტორიკული კითხვა დასვა ჯიჯი ბეკალიმ.

„სტიაუას“ და „საბურთალოს“ განმეორებითი მატჩი ხუთშაბათს, 28 ივლისსაა დაგეგმილი. ბეკალიმ ფეხბურთელებს სთხოვა, დღეში ორსაათიანი ვარჯიშით აჩვენონ, რომ ათობით ათასი ევროს გამომუშავებას იმსახურებენ.