„დააფასე შენი ტალანტი“ - თბილისს ანია ალტჰაუსი ეწვია
„დააფასე შენი ტალანტი“ - თბილისს ანია ალტჰაუსი ეწვია

თბილისს, პროექტ „დააფასე შენი ტალანტის“ ფარგლებში გერმანიის ნაკრებისა და უნგრეთის „დიორის“ ვარსკვლავი, ანია ალტჰაუსი ეწვია, რომელმაც ხელბურთელ გოგონებს თავისი გამოცდილება გაუზიარა.

„ამ პროექტს „დააფასე შენი ტალანტი“ ჰქვია და ჩვენ ვცდილობთ, დავეხმაროთ ახალგაზრდებს, მივცეთ მათ რჩევები, რათა გახდნენ პროფესიონალი ხელბურთელები. ვესაუბრებით ყველაფერზე, რაც მნიშვნელოვანია – მედია, სირთულეებთან გამკლავება და ა.შ. ერთია გქონდეს ნიჭი და საერთოდ სხვა რამაა ამ ნიჭის ისე გამოყენება, რომ პროფესიონალი ხელბურთელი გახდე“, – განაცხადა ანია ალტჰაუსმა.