Cyprustimes-ი - ლაშა დვალი გამოჯანმრთელდა, მაგრამ ჯერ უცნობია, როდის ითამაშებს #1TVSPORT
Cyprustimes-ი - ლაშა დვალი გამოჯანმრთელდა, მაგრამ ჯერ უცნობია, როდის ითამაშებს #1TVSPORT

ლაშა დვალი ტრავმის შემდეგ გამოჯანმრთელდა, მაგრამ ჯერ უცნობია, ნიქოზიის აპოელ-ს შემდეგ ტურში, 11 ნოემბერს ლიმასოლის აელ-თან შეხვედრაში დაეხმარება თუ არა, – ინფორმაციას cyprustimes-ი ავრცელებს.

საქართველოს ნაკრების მცველმა ვარჯიში ორკვირიანი პაუზის შემდეგ განაახლა. ბოლო ტურში ლარნაკას აეკ-თან შეხვედრაში მის დაბრუნებას ელოდნენ, მაგრამ დვალი მოედანზე არ გამოჩენილა.

„ახლა აპოელ-ის ერთადერთი მიზანი აელ-თან მოგებაა, რაც ჩემპიონატში ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება იქნება და გუნდი პირველ ადგილზე დაწინაურდება.

აელ-თან მატჩი იოლი სულაც არ უნდა გამოვიდეს. ეს ერთადერთი გუნდია, რომელსაც შარშან აპოელ-მა ვერ მოუგო და ერთი გოლიც ვერ გაუტანა, თუმცა აპოელ-ის მიზანი მორიგი სამი ქულის მოპოვებაა.

სა პინტოს გუნდში საკადრო პრობლემებია. არის შანსი, რომ დვალი დაბრუნდეს. მას მომდევნო დღეებში ვარჯიშებზე დააკვირდებიან. დღეს არსებული მონაცემებით, ძირითად შემადგენლობაში მისი თამაში გამორიცხულია. საუკეთესო შემთხვევაში, მოედანზე სათადარიგოთა სკამიდან შევა“, – წერს კვიპროსული გამოცემა.