„ცსკა“ მოსკოვში „ბარსელონასთან“ დამარცხდა (ვიდეო)

საკალათბურთო ევროლიგაზე 26-ე ტურის 5 შეხვედრა გაიმართა. ცენტრალური მატჩი მოსკოვში ჩატარდა, სადაც ადგილობრივმა „ცსკამ“ ესპანურ „ბარსელონას“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში, 2 ქულის სხვაობით 80-82 დამარცხდა.

პირველი ტაიმის შემდეგ, რუსული გრანდი 3 ქულის სხვაობით იგებდა, თუმცა მესამე მეოთხედი 6 ქულის სხვაობით დათმო და საბოლოოდ 2 ქულის სხვაობით წააგო.

კატალონიელებს 23 ქულითა და 8 მოხსნით ნიკოლა მიროტიჩმა ულიდერა. 17 ქულა მიითვალა კორი ჰიგინსმა.

„ცსკას“ რიგებში ყველაზე მეტი 17 ქულა დენიელ ჰაკეტმა დააგროვა. 14 ქულით დაასრულა შეხვედრა დარუნ ჰილიარდმა.

ზენიტი – ბაიერნი 68-77

ალბა – ანადოლუ ეფესი 86-99

მაკაბი – ოლიმპიაკოსი 71-70

ბასკონია – ცრვენა ზვეზდა 71-56