„ცრვენა ზვეზდას“ ხუთ ფეხბურთელს კორონავირუსი აღმოაჩნდა
„ცრვენა ზვეზდას“ ხუთ ფეხბურთელს კორონავირუსი აღმოაჩნდა

სერბეთის „ცრვენა ზვეზდას“ ხუთმა ფეხბურთელმა კორონავირუსზე დადებითი ტესტი ჩააბარა, – ამის შესახებ კლუბმა საკუთარ ვებგვერდზე დაწერა.

ეს განცხადება გაკეთდა 12 დღის შემდეგ სერბეთის თასის ნახევარფინალიდან, რომელშიც „ცრვენა ზვეზდამ“ თანაქალაქელ „პარტიზანთან“ 0:1 წააგო. ბელგრადულ დერბის 16 ათასი გულშემატკივარი დაესწრო, რაც უდიდესი სპორტული ღონისძიება იყო ევროპაში პანდემიის დაწყების შედეგ.

კვირას, „ცრვენა ზვეზდამ“ ბოლო მატჩი ჩაატარა სერბეთის სუპერლიგაში – „პროლეტერი“ 2:1 დაამარცხა და საშინაო სტადიონზე 18 ათასი მაყურებლის თანდასწრებით 31-ედ იზეიმა ქვეყნის ჩემპიონობა.

აღნიშნავენ, რომ ხუთი ინფიცირებული ფეხბურთელისგან ოთხს მატჩში მონაწილეობა არ მიუღია, რადგან კორონავირუსის სიმპტომები თამაშის წინ იგრძნეს.