„ცრვენა ზვეზდას“ ბოსმა თავისი გუნდის 5 ბურთით წაგებაზე მილიონობით ევრო დადო
„ცრვენა ზვეზდას“ ბოსმა თავისი გუნდის 5 ბურთით წაგებაზე მილიონობით ევრო დადო

საფრანგეთის პოლიციას ეჭვი აქვს, რომ „ცრვენა ზვეზდამ“ შეგნებულად წააგო „პარი სენ-ჟერმენთან“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩი ანგარიშით – 1:6.

როგორც ავტორიტეტული გამოცემა „ეკიპი“ (L’Equipe) იტყობინება, საფრანგეთის პოლიციამ დაიწყო გამოძიება „პსჟ“-სა და „ცრვენა ზვეზდას“ მატჩზე მას შემდეგ, რაც უეფასგან მიიღო შეტყობინება.

მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე, უეფამდე მივიდა ინფორმაცია, რომ სერბული კლუბის ერთ-ერთი ხელმძღვანელი აპირებდა რამდენიმე მილიონი ევროს დადებას თავისი გუნდის ხუთი ბურთით წაგებაზე.
„პარი სენ-ჟერმენი“ და „ცრვენა ზვეზდა“ C ჯგუფში „ნაპოლისთან“ და „ლივერპულთან“ ერთად გამოდიან.

ორი ტურის შემდეგ, “ნაპოლის” 4 ქულა აქვს, “ლივერპულსა” და პსჟ-ს – 3-3 ქულა, “ცრვენა ზვეზდას” – ერთი.