„ცრვენა ზვეზდამ“ ირაკლი აზაროვის გარეშე მოიგო და პლეი ოფის მატჩებს ლიდერის სტატუსით ხვდება #1TVSPORT
„ცრვენა ზვეზდამ“ ირაკლი აზაროვის გარეშე მოიგო და პლეი ოფის მატჩებს ლიდერის სტატუსით ხვდება #1TVSPORT

სერბეთის სუპერლიგის 30-ე ტურში ირაკლი აზაროვის „ცრვენა ზვეზდამ“ „რადნიჩკი 1923“-ს უმასპინძლა, 2:0 დაამარცხა და ლიდერობა განიმტკიცა. საქართველოს ნაკრების მცველი „ცრვენა ზვეზდას“ განაცხადში არ იყო.

შეხვედრა წუთიერი დუმილით დაიწყო – პატივი მიაგეს 20 წლის ფეხბურთელის, სტეფან ლაზიჩის ხსოვნას, რომელიც „ბორაცში“ თამაშობდა და ბელგრადული კლუბის დიდი ქომაგი იყო.

ანგარიში მე-6 წუთზე ალექს ვიგომ გახსნა, საბოლოო ანგარიში კი 78-ე წუთზე სტეფან მიტროვიჩმა დააფიქსირა. „ცრვენა ზვეზდა“ სერბეთის ჩემპიონობის მოპოვებას პლეი ოფის საჩემპიონო ჯგუფში შეეცდება, სადაც ჩემპიონატის რვა საუკეთესო გუნდი ითამაშებს.

რეგულარულ სეზონში ბელგრადელებმა 82 ქულა მოიპოვეს, პირველ ადგილზე არიან და მეორეადგილოსანბაჩკა ტოპოლას“ (59) 23 ქულით ასწრებენ.