„ცრვენა ზვეზდა“ გამოირიცხა - დავითაშვილს რამდენიმე ევროპული გუნდი იწვევს #1TVSPORT
„ცრვენა ზვეზდა“ გამოირიცხა - დავითაშვილს რამდენიმე ევროპული გუნდი იწვევს #1TVSPORT

ბათუმის „დინამოსა“ და საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი ფეხბურთელი ზუკა დავითაშვილი კარიერას უცხოეთში გააგრძელებს, ტრანსფერი კი შესაძლოა, უახლოეს პერიოდში დადასტურდეს.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ დაადასტურა, რომ გუნდის ლიდერები, ზურიკო დავითაშვილი და ირაკლი აზაროვი მალე ახალ კლუბში ითამაშებენ.

ზუკა დავითაშვილმა ბათუმის „დინამოსა“ და საქართველოს ნაკრებში თამაშით დაადასტურა, რომ საქართველოს ჩემპიონატისთვის ძალიან გაიზარდა. ევროტურნირებიდან ბათუმელთა გამოვარდნის შემდეგ კი დადგა დრო, ძალები ევროპაში მოსინჯოს.

საქართველოს პირველმა არხმა დააზუსტა, რომ ზუკა დავითაშვილს რამდენიმე კლუბი იწვევს, მათ შორის – ევროპის ტოპ-ლიგებიდან. შეგახსენებთ, მანამდე მისმა მენეჯერმა მამუკა ჯუღელმა განაცხადა, რომ დავითაშვილითა და აზაროვით იტალიის სერია „ა“-ს გუნდები დაინტერესდნენ.

ამავე დროს, ფეხბურთელთან დაახლოებული წყაროს თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ 21 წლის მოთამაშეს სერბეთის ყველაზე პოპულარულ კლუბში, ბელგრადის „ცრვენა ზვეზდაში“ იწვევენ, სიმართლეს არ შეეფერება – მიწვევები უკეთესი ლიგებიდანაა და ზუკა ელოდება, რომ ტრანსფერი რაც შეიძლება განხორციელდეს.

დატოვე კომენტარი