ცოტნე კაპანაძემ სლოვაკეთის ჩემპიონატში საგოლე გადაცემა შეასრულა #1TVSPORT
ცოტნე კაპანაძემ სლოვაკეთის ჩემპიონატში საგოლე გადაცემა შეასრულა #1TVSPORT

ნიქოზიის „ოლიმპიაკოსი“ კვიპროსის ჩემპიონატის პირველ ტურში ლიმასოლის აელ-ს ესტუმრა და 2:0 დამარცხდა. „ოლიმპიასკოსში“ რევაზ ინჯგია მოედანზე მეორე ტაიმის დასაწყისში შევიდა.

თურქეთის სუპერლიგაში „ქარაგიუმრუქის“ სამატჩო განაცხადში პირველად გამოჩნდა ნიკოლოზ უგრეხელიძე, მაგრამ „გიოზთეფესთან“ არ უთამაშია – 22 წლის მცველის გუნდმა მეტოქე საკუთარ მოედანზე მიიღო და 0:2 დამარცხდა.

სლოვაკეთის ჩემპიონატის ახალ სეზონში მეორე საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი ცოტნე კაპანაძემ, რომლის „დუნაისკა სტრედამ“ შინ გათამაშების ლიდერს, „ტრენჩინს“ 4:1 სძლია – ქართველი მცველის გადაცემით 74-ე წუთზე რეძიჩმა გაიტანა. გიორგი გაგუა მასპინძელთა რიგებში მოედანზე 78-ე წუთზე შევიდა. კაპანაძემ 8.1 ქულა მიიღო, რაც მეორე საუკეთესო შეფასება აღმოჩნდა.

სლოვაკეთის მეორე ლიგაში „ზლატე მორავცემ“ „ბისტრიცას“ უმასპინძლა, 5:1 მოუგო და მესამე ადგილზეა. ლევან ნონიკაშვილი მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.

ესტონეთის ჩემპიონატში ზაქარია ბეგლარიშვილისნომე იუნაიტედმა“ შინ „ნომე კალიუ 2“ 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი ქართველი ნახევარმცველის გადაცემით გავიდა. ბეგლარიშვილს შესანიშნავი სტატისტიკა დაუგროვდა – მის ანგარიშზე 24 შეხვედრაში 13 გოლი და 14 საგოლე გადაცემაა.